Thursday, July 20, 2017

მეცხრე დღე

წარვადგინე ჩემი პროექტის პრეზენტაცია,მივიღე შენიშნვები (რეკომენდაციები,უკუკავშირი), რომელთა გათვალისწინებით ჩავასწორე (დავარედაქტირე,გავწერე,დავხვეწე,დავასრულე) ჩემი პროექტის გეგმა.

გავუკეთე რეკომენდაციები კოლეგების პროექტის გეგმებს: 1-ს დადებითი, 2-ეს უარყოფითი.
საბოლოოდ დავხვეწე ჩემი საქაღალდე და განვაახლე დისკზე.
ეს ყველაფერი ჩემთვის საინტერესო და ბევრის მომცემი იყო,რომელიც გამომადგება კარიერის წინსვლასა და წარმატებაში. ვისწავლე პროექტებით სწავლება, ინფორმაციების განახლება.პროფესიული განვითარების ცენტრს ვთხოვ ასეთი ტრენინგები კარგი იქნება ყოველთვის რომ ტარდებოდეს და პირველი და მეორე ისტის ტრენინგზე მოგვენიჭოს ქულები

Monday, July 17, 2017

მერვე დღე

დავხვეწე პროექტის გეგმა,პროცედურები, სტანდარტები,გავეცანი სასწავლო პროექტის გეგმის ჩეკლისტი,განვიხილე სხვადასხვა პროექტის ნიმუშები,ვიმსჯელე ვიმუშავე,გავაანალიზე მოსწავლეთა მუშაობის ფორმებზე,განვაახლე ინფორმაცია დისკზე და ჩემი პორტფოლიო და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

გამოვიყენებ ბლოგზე პორტფოლიოს,კიდევ ერთხელ გავაანალიზე და დავხვეწე პროექტის გეგმა.პორტფოლიოს გამოქვეყნება გამომადგებაჩემი ინფორმაციის გასასაჯაროებლად..

Wednesday, July 12, 2017

მეშვიდე დღე

დავხვეწე სასწავლო პროექტის გეგმა;დავწერე პროცედურები,განვიხილე განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ნიჭიერი ბავშვებისა და არაქართულენოვან მოსწავლეთა სწავლება და  სწავლების მეთოდები.გავეცანი სპეციალურ მოსწავლეთა მიდგომით სწავლა,განვიხილე ტექნიკური მხარე.შევადგინე გეგმა..დღევანდელი ტრენინგი გამომადგება,საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებ მიღებულ ცოდნას.

Monday, July 10, 2017

მეექვსე დღე

დღეს ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,პროცედურებზე,ჩამოვტვირთე სურათები,დავწერე პირველი კვირის სასწავლო პროექტები,გავეცანი საავტორო უფლებების დაცვას....
ძალიან საიტერესო იყოპროექტების გეგმის დაწერას და გაცნობას

Thursday, July 6, 2017

მეხუთე დღე

ვიმუშავე პროექტის გეგმაზე,დავხვეწე შეფასების სტრატეგიები,
გავეცანი საავტორო უფლებებს,რომელთა დაცვით გადმოვწერეთ ინფორმაცია ინტერნეტიდან. დავასრულე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე.
დღევანდელი მეცადინეობა საინტერესო იყო. ყველაფერი ეს გამოგვადგება ,იმისათვის რომ შევძლო პრეზენტაციის გამოქვეყნება



Wednesday, July 5, 2017

მეოთხე დღე

დავხვეწე საკვანძო კითხვები, განვიხილე შეფასების სტრატეგიები, დავიწყე პრეზენტაციის გაკეთება,
ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგები და აუცილებელია,რადგან დამეხმარება უკეთესად კომპიუტერის ცოდნაში და პროექტის დაგეგმარებაში...